ძლიერი ხანძარი მოსკოვის ცენტრში - დამწვარი შენობიდან 7 დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს

21.11.22 10:20
ძლიერი ხანძარი მოსკოვის ცენტრში - დამწვარი შენობიდან 7 დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს

მოსკოვის ცენტრში ხანძრს მინიმუმ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  რუსული სახელმწიფო მედია TASS საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე სასაწყობო სივრცეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი 2 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ ხანძრის ეპიცენტრი სამ მეტროსადგურთან ახლოს მდებარეობს.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 80 მეხანძრე-მაშველი, 20 ერთეული ტექნიკა და 3 ვერტმფრენი.

მსგავსი სიახლეები