ოკუპანტებმა ნიკოლაევსკის მიმართულებით 60 ჭურვი ისროლეს

22.11.22 10:42
ოკუპანტებმა ნიკოლაევსკის მიმართულებით 60 ჭურვი ისროლეს

გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევსკის რაიონის მიმართულებით, 60 ჭურვი გაისროლეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის  საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ველენტინ რეზნიჩენკო, ავრცელებს.

ღამიდან მოყოლებული რუსმა ოკუპანტებმა 60 ჭურვი ისროლეს ნიკოლაევსკის მიმართულებით. აგრესორებმა მძიმე არტილერიიდან გასროლილი ცეცხლით ზარალი მიაყენეს რამოდენიმე სოფელსა და დასახლებულ პუნქტს, თუმცა, ადამიანური მსხვერპლი არ არის. - განაცხადა რეზნიჩენკომ.