6 თვის შემდეგ პირველად, ჩინეთში COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა - პარკები და მუზეუმები დახურეს

22.11.22 10:47
6 თვის შემდეგ პირველად, ჩინეთში COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა - პარკები და მუზეუმები დახურეს

პეკინში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა -  BBC- ის ცნობით, ექვსი თვის შემდეგ, კორონავირუსისგან ადამიანების გარდაცველების შემთხვევა დაფიქსირდა. 

ბოლო 24 საათში ჩინეთის დედაქალაქში სამი გარდაცვალება დაფიქსირდა.  გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტშია.

რაც შეეხება პეკინს, აქ გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.

პეკინში ჰაიდიანისა და ჩაოიანგის რაიონებში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები უკვე დაკეტეს. 

საშინელი და რთული ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სიტუაცია" - ასე აფასებს პეკინის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის მოადგილე შერქმნილ სურათს.

 

მსგავსი სიახლეები