იერუსალიმში ზედიზედ 2 აფეთქება მოხდა, დაშავებულია 12 ადამიანი

23.11.22 11:06
იერუსალიმში ზედიზედ 2 აფეთქება მოხდა, დაშავებულია 12 ადამიანი

იერუსალიმის შესასვლელში, ავტობუსის გაჩერებაზე, აფეთქება მოხდა. ისრაელის პრესის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება შესაძლოა, ყოფილიყო ხელჩანთაში, რომელიც დატოვებული იყო ავტობუსის გაჩერებაზე. 

 ისრაელის პოლიცია ტერაქტის ფაქტს არ გამორიცხავს. 

მომხდარის შემდეგ პოლიციაში შევიდა ინფორმაცია მერე აფეთქების შესახებ, რომელსაც სამართალდამცველები იკვლევენ. 

გაზეთ  Jerusalem Post-ის ინფორმაციით, მეორე აფეთქება მოხდა იერუსალიმში, რამოტის რაიონში. რის შედეგადაც 2 ადამიანია დაშავებული. 

 

მსგავსი სიახლეები