შავ ზღვაზე რუსეთის მოქმედებები უკრაინას ემუქრება და თურქეთს აღიზიანებს - რეჯებ თაიფ ერდოღანი

27.04.21 17:30
შავ ზღვაზე რუსეთის მოქმედებები უკრაინას ემუქრება და თურქეთს აღიზიანებს - რეჯებ თაიფ ერდოღანი

რუსეთის სამხედრო მოქმედებები შავ ზღვაში არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება, არამედ თურქეთსაც  აღიზიანებს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ თაიფ ერდოღანმა, გერმანულ გამოცემა TAGESSCHAU-თან განაცხადა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მიზეზია. 

რუსეთის სამხედრო მოქმედებები შავ ზღვაში არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება, არამედ თურქეთსაც  აღიზიანებს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის, არა მარტო სამხედრო სფეროში. ჩვენი ინტერესები ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ბოლო კვირაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო ძლევამოსილების დემონსტრირება მოახდინა, წერს გამოცემა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, სამხედრო მენევრების დასრულების შესახებ განაცხადა, სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში კვლავ დაძაბულია. მიუხედავად ამისა, რუსეთი უცხოური ქვეყნების სამხედრო და სახელმწიფო ხომალდებს უკრძალავს, ანექსირებული ყირიმის მახლობლად იცურონ. ეს კი უკრაინას უძნელებს აზოვის ზღვაზე მდებარე საკუთარ პორტებთან წვდომას.