ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

23.11.22 15:54
ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა. რეზოლუციას  მხარი 500-მდე ევროპარლამენტარმა დაუჭირა. 

სულ დოკუმენტს კენჭი 575 დეპუტატმა უყარა, აქედან 58  წინააღმდეგი იყო, ხოლო 44 -მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

დოკუმენტით ევროპარლამენტმა აღიარა, რომ რუსეთი უკრაინაში  "განურჩეველ თავდასხმებს საცხოვრებელ ტერიტორიებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე" ახორციელებს, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრესორები სასამართლოს გარეშე  სიკვდილით დასჯას, გატაცებებს, სექსუალურ ძალადობას, წამებას და სხვა სისასტიკეს“,  ახორციელებენ - ნათქვამია რეზოლუციაში. ასევე აღინიშნა ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში, ირპენში, იზიუმსა და ლიმანში. თავდასხმები მარიუპოლის თეატრსა და კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე.

გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ტვიტერზე" პოსტი გამოქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. 

მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ  აღიარა, აღნიშნა ომში მყოფმა პრეზიდენტმა.  

 

მსგავსი სიახლეები