მხოლოდ ხელმოცარულ უიღბლოებს შეუძლიათ ასე გულწრფელად დაამტკიცონ, რომ ტერორისტები არიან - ანდრეი ერმაკი

მხოლოდ უიღბლოებს შეუძლიათ ასე გულწრფელად დაამტკიცონ, რომ ტერორისტები არიან - ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, განაცხადა.
ერმაკი ტელეგრამ არხზე წერს, რომ რუსები ხელმოცარულები არიან.
რუსები მალევე ამტკიცებენ, რომ ისინი ტერორისტები არიან - გვიშენენ რაკეტებს. გულუბრყვილო ხელმოცარულები. - წერს ერმაკი.
დღეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 10 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. იმავდროულად ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც რუსეთი აღიარებულ იქნა, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო.