კიევი ცეცხლის ალშია გახვეული - რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

23.11.22 18:11
კიევი ცეცხლის ალშია გახვეული - რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

კიევი ცეცხლის ალშია გახვეული - ოკუპანტებმა რამდენიმე სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქზე  ერთდროულად მიიტანეს.

ბოლო ინფორმაციით,  დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ფაქტს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს. 

რუსების მიერ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. აფეთქებების ხმა ისმის ლვოვში, ვინიცაში, ოდესაში. განგაშის სიგნალებია ჩართული მიკოლაევში, ხერსონში და ჟიტმირში.