"რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა" - მაია სანდუ

უკრაინაზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო იერიშის შედეგად მოლდოვაში ელექტროენერგია გაითიშა. ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ წერს, რომ "რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა".
მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ანდრეი სპინუს ინფორმაციით, ქვეყნის 50%-ზე მეტს ახლა შუქი არ აქვს.
"მასიური გათიშვა მოლდოვაში, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ. მოლდელექტრიკა მუშაობს, რომ აღადგინოს ქვეყნის ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი", - წერს მინისტრი ტვიტერზე.