რუსეთმა უკრაინას 70 რაკეტა ესროლა - კიევი ცეცხლის ალშია გახვეული
კიევში განგაშია - უკრაინის დედაქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული. იწვის საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სხვა ობიექტები. ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით 31 რაკეტა გაუშვეს, აქედან 21 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა. 10 კი მიზანს მოხვდა. ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების,დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ.
ომის 273-ე დღე კიევისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ამ დროისთვის უკრაინის დედაქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყობიდან არის გამოსული ატომური ელექტროსადგურების ტრანსფორმატორები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. კიევის გარდა აფეთქებების ხმა ისმის - ლვოვში, ვინიცაში, ოდესაში. განგაშის სირენებია ჩართული მიკოლაევში, ხერსონში და ჟიტმირში.
რა ვითარებაა ამ დროისთვის კიევსა და სხვა დიდ ქალაქებში - ბოლო ინფორმაცია კიევიდან