უკრაინაში ზამთარში ადამიანების ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება არაადამიანურია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, უკრაინაში მომხდარ თავდასხმებს გმობს და ამბობს, რომ ზამთარში მილიონობით ადამიანის დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება არაადამიანურია.
მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ: მასიური ჩაბნელება, ასევე მოლდოვაში. ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სასტიკი და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვასადმი უცვლელად გრძელდება". - ამბობს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქის 80% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩაბნელებულია კიევი და იქ ახლა -3 გრადუსია. მოსახლეობას არ აქვს წყალი. განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან საავადმყოფოები, კლინიკები გადაუდებელ ოპერაციებს გენერატორების დახმარებით აკეთებენ.