Politico: აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
გამოცემა “პოლიტიკო” ბაიდენის ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის შემდგომი დანაკარგების და არმიის სრულად დაშლის შემთხვევაში, მოსკოვმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მათ შორის, იარაღი, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლას უკავშირებენ.
Politico-ს ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთმა ქიმიური იარაღით შეტევისთვის შესაძლოა, გამოიყენოს ნივთიერებები, რომელთა იოლად დამალვაა შესაძლებელი და ეს დასავლეთს გაუძნელებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.