ზელენსკი უნდა გაჩერდეს! - ლუკაშენკო

24.11.22 17:00
ზელენსკი უნდა გაჩერდეს! - ლუკაშენკო

ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა შეჩერდეს  - ალექსანდრ ლუკაშენკო ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავს და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმებას ურჩევს.  

ბელორუსის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაარჩენს უკრაინას სრული განადგურებისგან.

ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია, თუ არ უნდათ დაღუპვა. რთულია, მაგრამ უნდა გაჩერდნენ, უნდა შეწყვიტონ ეს ყველაფერი, რადგან შემდეგ იქნება უკრაინის სრული განადგურება.

ის კი არა, რასაც პუტინი ამბობდა „ოპერაციამდე“ დიდი ხნით ადრე, რომ უკრაინამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ ეს იქნება უკრაინის სრული განადგურება.

ხალხი უკვე საკუთარ ხელისუფლებას უყენებს პრეტენზიებს. როდესაც ადამიანებს საჭმელი აღარ აქვთ, ზამთარია, მთელი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებულია და ამ დროს არის ალტერნატივა – სამშვიდობო მოლაპარაკებები. შეიძლება, ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ზელენსკი მშვენივრადაა, არაფერი უჭირს, გამოდის აქ მაისურით, გაურეცხავი ზედით ამდენი ხანია…

ასეთი შთაბეჭდილება რჩება. ვიღაცას მიესალმა, ვიღაცას ხელი ჩამოართვა, იმათაც სადღაც 200 მილიონი დოლარის „ჰაიმარსები“ თუ „ჯაველინები“ მისცეს.

მისთვის უფრო იოლია. მაძღარია, ნაჭამია, არც უდენობით იტანჯება. სამაგიეროდ, მილიონობით ადამიანი იტანჯება. აგერ ნახეთ, ერთ-ორ წელიწადში ხალხი მას დაადანაშაულებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ხალხი მას დაადანაშაულებს – რატომ გქონდა შენს ტერიტორიაზე ომი? - განუცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა მედიას.

 

 

მსგავსი სიახლეები