სარაკეტო იერიში დნეპრზე - განადგურდა 7 საცხოვრებელი სახლი, არიან დაშავებულები
მორიგი სარაკეტო იერიში უკრაინაზე - დნეპრის დაბომბვის შედეგად განადგურებულია შვიდი საცხოვრებელი კორპუსი.
დაშავებულია 6 ადამიანი. აფეთქების შედეგად ქალი ნანგრევებში მოყვა და მაშველებმა მისი ამოყვანა მოახერხეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მანამდე ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა თავის ტელეგრამაში დნეპრის დაბომბვის შესახებ განაცხადა. მან დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალაქის საკომუნიკაციო სისტემა და ინფრასტრუქტურა არ დაზარალებულა, თუმცა რამდენიმე ქვესადგური ავტომატურად გაითიშა.