უკრაინა უნდა იყოს მზად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი შეტევებისთვის - იანს სტოლტენბერგი

29.11.22 10:12
უკრაინა უნდა იყოს მზად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი შეტევებისთვის - იანს სტოლტენბერგი

პუტინს სურს, ზამთარი გამოიყენოს, როგორც იარაღი, ამიტომაც უკრაინა და მისი მოკავშირეები უნდა იყვნენ მზად, კრემლის ახალი შემოტევებისათვის კრიტიკულ ობიექტებზე  - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა, ბუხარესტში გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა. ინფორმაციას გამოცემა Укринформ-ი ავრცელებს.

სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის თავდასხმების აცილებაში.

პრეზიდენტ პუტინს სურს, დაანგრიოს უკრაინის ენერგოსისტემა და შეაჩეროს ოფიციალური კიევის მიმართ საბაზო დახმარება, რასაც მოკავშირეები აღმოუჩენენ. ამას კი ზამთრის დასაწყისში შეეცდება, რადგან სურს, ზამთარი, როგორც იარაღი, ისე გამოიყენოს. ეს საშინელებაა. ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი შეტევისთვის - განაცხადა სტოლტენბერგმა.