ოკუპანტების ერთი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში ერთ ღამეში - მძიმე ვითარება უკრაინაში
მძიმე ღამე უკრაინაში - გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელეს.
რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქის დასახლება. იერიში მძიმე არტილერიით მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე. აქ დაბომბილია სახლები, დაზიანდა გაზსადენი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ზაპოროჟიეს რეგიონში და ქვეყნის აღმოსავლეთში გაგრძელდება.