ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველო სრულფასოვანი დემოკრატიული ქვეყანა უნდა გახდეს - ესტონეთის ელჩი

30.11.22 17:49
ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველო სრულფასოვანი დემოკრატიული ქვეყანა უნდა გახდეს - ესტონეთის ელჩი

ესტონეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ამბობს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველო სრულფასოვანი დემოკრატიული ქვეყანა უნდა გახდეს. 

კალიურანდის განცხადებით, საქართველომ უნდა შეასრულოთ იგივე კრიტერიუმები, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად არის საჭირო. 

ნატოში გასაწევრიანებლად ბევრი საშინაო დავალების შესრულებაა საჭირო. თავდაცვითი ძალების გაძლიერება ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. ახლა გაფართოებისთვის სწორი დრო არ არის, რადგან ნატო-ში კონსენსუსი ამაზე ჯერ კიდევ არ არსებობს. იმისთვის, რომ გახდეთ ალიანსის წევრი უნდა შეასრულოთ იგივე კრიტერიუმები, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად გჭირდებათ. უნდა გახდეთ სრულფასოვანი დემოკრატიული ქვეყანა“.- განაცხადა ესპანეთის ელჩმა.