ვხედავ, რომ საქართველოს ნატო-ში აქვს მომავალი - ჩეხეთის ელჩი

30.11.22 17:57
ვხედავ, რომ საქართველოს ნატო-ში აქვს მომავალი - ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებს.

ელჩის განცხადებით, ის ამის პერსპექტივას ხედავს.

საქართველოს ინტერესში უნდა იყოს მიუახლოვდეს ნატოს. საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სწორედ ამას გვიმტკიცებენ. მე ვხედავ პერსპექტივას. მე ვხედავ, რომ საქართველოს ნატო-ში აქვს მომავალი". - ამბობს  პეტერ მიკისკა.