ბაიდენი მზადაა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს - რა პირობა დაასახელა აშშ-ს პრეზიდენტმა

ბაიდენი მზადაა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესხებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა რუსი დიქტატორის ქმედებებს ავადმყოფური უწოდა და უკრაინის ომი საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად დაგმო.
ბაიდენიმიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭიროა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს. თუ პუტინი ამ გადაწყვეტილებამდე მივა, ამერიკის პრეზიდენტი მზადაა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
განსაკუთრებული სიფრთხილით მინდა ვთქვა: მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ, თუკი ის ომიდან გამოსავლის პოვნით ნამდვილად არის დაინტერესებული. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. თუ ეს ასე იქნება, მაშინ მე მეგობარ საფრანგეთთან და NATO-თან კონსულტაცებით მზად ვიქნები პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად, რათა გავიგო, რა განზრახვა და სურვილი ამოძრავებს, - განაცხადა ბაიდენმა.