ოკუპანტები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ - დანგრეულია სახლები

03.12.22 10:36
ოკუპანტები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ - დანგრეულია სახლები

რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რაიონულ ცენტრში 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

„დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პანელი“, - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.

თავდასხმას მსხვერპლი არც ჩერვონოგრიგოროვკასა და მარგანეცის თემებში მოჰყოლია.