"სიტუაცია ნამდვილად რთული და მძიმეა" - რა ინფორმაცია გამოიტანა ომბუდსმენმა სააკაშვილის პალატიდან

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ერთსაათიანი ვიზიტის შემდეგ ნინო ლომჯარიამ და მისმა კონსილიუმმა მესამე პრეზიდენტის პალატიდან მძიმე ინფორმაცია გამოიტანეს. მათი თქმით, სახეზეა კახექსია და აზროვნების გაუარესება.
"ვივა-მედში" მისვლის მიზეზად ომბუდსმენმა იმ შუამდგომლობაში ჩართულობა დაასახელა, რომლითაც სასამართლოს დაცვის მხარემ მიმართა და რომელიც მესამე პრეზიდენტსი სასჯელისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
მე რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა. უბრალოდ, ვუთხარი, რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე, მივიღე მისგან თანხმობა წერილობითი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების თაობაზე. დანარჩენი დრო ექიმებმა გაატარეს მასთან და ვფიქრობ, რომ სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს. რატომ მოვედი დღეს ჩვენ აქ: მოგეხსენებათ, სასამართლოში არის წარდგენილი შაუმდგომლობა მისი სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების თაობაზე და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას და იმისთვის, რომ ჩვენგვქონდეს ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მოვსულიყავით. პირველივე დღიდან მისი პატიმორბისა ჩვენ ვართ ჩართულები მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული და მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველი ამ მიმართულებით,- თქვა ომბუდსმენმა.