ირანის ხელისუფლებამ მორალის პოლიცია გააუქმა

04.12.22 17:48
ირანის ხელისუფლებამ მორალის პოლიცია გააუქმა

ირანის ხელისუფლებამ მორალი პოლიცია გააუქმა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მახსა ამინის დაღუპვის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი არეულობები ირანში სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მიზეზი მახსა ამინის სიკვდილი გახდა, რომელიც მორალის პოლიციამ დააკავა. მომხდარის შემდეგ ირანელმა ქალებმა სოციალურ ქსელში მასობრივად დაიწყეს ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სადაც ისინი პროტესტის ნიშნად თმას იჭრიდნენ და ხიჯაბს სწვავდნენ. პროტესტის მონაწილეები თავს პოლიციელებს და სამხედროებსაც ესხმოდნენ.