კადიროვის კრიტიკოსი თუმსო აბდურახმანოვი მოკლეს
შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს - ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინება.
"რაც არ უნდა გაგვიჭირდეს მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შესახებ ჭორები სიმართლე აღმოჩნდა.
რამდენიმე დღეა ჩვენ ვაწარმოებთ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ყოვლისშემძლე ალაჰმა ისურვა, მისი გარდაცვალების დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს და მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს", - წერს 1ADAT ტელეგრამ არხზე.
ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩენი ბლოგერია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა. მან შესაძლო შურისძიების გამო ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა.