უკრაინის არმია მსოფლიოში ნომერ პირველია - ზელენსკი სლავიანსკში ჩავიდა

06.12.22 15:10
უკრაინის არმია მსოფლიოში ნომერ პირველია -  ზელენსკი სლავიანსკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში, სლავიანსკის მახლობლად, სპეციალურად ჩავიდა, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი მილოცვა ჩაეწერა. 

ძვირფასო სამხედროებო, ვეტერანებო, მთელი სულითა და გულით გილოცავ დიდებულ დღესასწაულს, -უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს. 

ახლა არის შეიარაღებული ძალების წელი. ყველამ ხედავს, ვინ არიან უკრაინის დამცველები. ვიღაცამ თავის თავს უწოდა მსოფლიოს მეორე არმია. თუმცა, ყველა ხედავს, ვის აქვს პირველი ადგილი. ყველა ხედავს თქვენს სიძლიერეს, უნარს, სტანდარტს, უკრაინის სტანდარტს - განაცხადა ზელენსკიმ.