დავიბრუნეთ 60 სამხედრო, მათ შორის, მარიუპოლის დამცველებიც - სასიხარულო ინფორმაცია უკრაინიდან

06.12.22 17:01
დავიბრუნეთ 60 სამხედრო, მათ შორის, მარიუპოლის დამცველებიც - სასიხარულო ინფორმაცია უკრაინიდან

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის ტყვეობიდან 60 სამხედრო დაიხსნა. ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ავრცელებს. 

გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები და აზოვის დამცველები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესასწაულისთვის ჩვენ შევძელით რუსების ტყვეობიდან ჩვენი 60 სამხედროს გათავისუფლება, მათ შორის, შეიარაღებული ძალების, ნაციონალური გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის 58 მამაკაცი და 2 ქალი სამხედრო, რომელთაგან 15 ოფიცერია და 45 რიგითი, ან სერჟანტი.

60-დან 34 სამხედრო მარიუპოლის დამცველია, 14 კი აზოვის ბატალიონის წევრია. არიან დაჭრილები და მათ უტარდებთ სათანადო დახმარება - განაცხადა ერმაკმა. 

 

მსგავსი სიახლეები