რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი კამიკაძე დრონებითა და მძიმე არტილერიით დაბომბეს
ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რაიონი მძიმე არტილერიით დაბომბეს. დანგრეულია სახლები, მაღაზიები, სკოლები, გაზის ცენტრალური მილები მწყობრიდან გამოვიდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკოლაი ლუკაშუკი, ავრცელებს.
მძიმე ღამე იყო. რუსებმა ოლქს დრონი კამიკაძეებით, მძიმე არტილერიითა და ,,ურაგანებით" შეუტიეს. კარგად იმუშავა სამხედრო და საჰაერო თავდაცვის ძალებმა. ჩამოგდებულ;ია ოკუპანტების 8 დრონი, სავარაუდოდ, Shahed-136 - წერს ლუკაშუკი ტელეგრამ არხზე.
წინასწარი მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დანგრეულია 10 სახლი, მაღაზიები, სკოლები, საოფისე ფართები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.