პუტინის პირადი მძევალი თავისუფალია - ბრიტნი გრინერი იარაღით მოვაჭრეში გაცვალეს

08.12.22 18:15
პუტინის პირადი მძევალი თავისუფალია - ბრიტნი გრინერი იარაღით მოვაჭრეში გაცვალეს

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება შედგა - ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტში გაცვალეს. 

გამოცემა CBS წერს, რომ გაცვლის წინადადებასპრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად დათანხმდა. 

სპორტსმენი თებერვალში შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა, რომ მის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ბევრ შტატში. კალათბურთელა რუსულმა სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გრაინერს პუტინის პირად ტყვესაც უწოდებდნენ. 

რაც შეეხება ვიკტორ ბუტს, ის  იარაღით მოვაჭრეა. "სიკვდილით მოვაჭრეს" ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი ედება. რუსი იარარით მოვაჭრე 2008 წელს აიყვანეს 2012 წელს ბუტს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

მსგავსი სიახლეები