რა გახდა მოსკოვის ცენტრში მასშტაბური ხანძრის მიზეზი - გამოძიება ხელს შემდუღებლებს ადებს
მიმდინარე შედუღაბების სამუშაოების გამო, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებდა - რუსეთის საგამოძიებო ორგანომ მოსკოვის ცენტრში, ,,მეგა ხიმკიში" მომხდარი მასშტაბური ხანძრის მიზეზი დაადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა Ленте.ру-ს მოსკოვის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, ოლგა ვრადნიმ, მიაწოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ცეცხლი 17 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოედო. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ხანძარი მოსკოვში, ლენინგარდის გზატკეცილზე, დილას გაჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გავრცელდა. თვითმხილველები უზარმაზარი სიძლიერის აფეთქებაზე საუბრობენ, რომელიც მათ გადაიღეს კიდეც მობილური ტელეფონებით.
ხანძრის შედეგად ჰიპერმარკეტი მთლიანად დაიწვა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.