ომის მოწინააღმდეგე რუს ოპოზიციონერს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

09.12.22 16:50
ომის მოწინააღმდეგე რუს ოპოზიციონერს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ილია იაშინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ილია იაშინმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინის მოქმედედები ღიად დაგმო. 

პროკურატურა იაშინისთვის 9 წლიან პატიმრობას მოითხოვდა. საბოლოოდ,  ილია იაშინი "რუსული არმიის შესახებ ფეიკების" გავრცელების" ბრალდებით გაასამართლეს. მას 4 წლით ინტერნეტით სარგებლობა აეკრძალება. 

სისხლის სამართლის საქმე აპრილში იაშინის სტრიმის შემდეგ აღძრეს, სადაც მან ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე ისაუბრა.

იაშინმა სასამართლოზე ბრალი არ აღიარა.