ბრიტანეთმა დამატებით 5 რუს სამხედრო მაღალჩინოსანს სანქცია დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა სანქცია დაუწესა კიდევ 5 რუს სამხედრო მაღალჩინოსანს. საერთო ჯამში კი უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური ლონდონის ეკონომიკური სასჯელის ქვეშ 1200 რუსი მაღალჩინოსანი მოხვდა.
ინგლისის ხელისუფლების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სანქციებს დაექვემდებარნენ:
იუსტიციის მაიორი, გამომძიებელი, ვალენტინა ოპარინა
როსტოვის პროკურატური ხელმძღვანელი, ოლეგ ტკაჩენკო
რუსეთის ფედერალური სამსახურის თანამშრომელი, ანდრეი ტიშენინი
ყირიმის ნახევარკუნძულის უფროსი ოპერრწმუნებული არტურ შამბაზოვი
რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, სატანკო დივიზიიის მეთაური, რამინ იბატულინი.
აღნიშნული პირები ეჭვმიტანილი არიან უკრაინის მოქალაქეების წამებასა და სადისტურ ქცევაში.
უკრაინაში იომის დაწყებიდან დღემდე ინგლისის ხელისუფლებამ 1200 რუსი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.