НАТО- ს ბელორუსის დაპყრობა და დონბასში ომის დაწყება სურდა - ლუკაშენკო

09.12.22 18:26
НАТО- ს ბელორუსის დაპყრობა და დონბასში ომის დაწყება სურდა  - ლუკაშენკო

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურდა,  2020-ში საპროტესტო გამოსვლების დროს ბელორუსი დაეპყრო და დონბასში ომი დაეწყო - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, კრემლის ერთ-ერთ იდეოლოგიურ გამოცემას, РИА Новости-ს განუცხადა.

დასავლეთი ამ ომისთვის ემზადებოდა. უახლოეს პერიოდში გავასაჯაროვებთ ფაქტებს, თუ ბელორუსში 2020 წლსი საპროტესტო გამოსვლების დროსთუ სიტუაცია ისე წარიმართებოდა, НАТО-ს სურდა, ხელში აეღო ძალაუფლება მინსკში და ამის შემდგომ ომი დაეწყო დონბასში.

მიზეზად უნდა გამხდარიყო ის ფაქტი, რომ რუსეთმა დაიპყრო სხვისი ტერიტორიები. აქედან დაიწყებოდა ომიც, ამიტომ რუსეთმა დაასწრო. - განაცხადა ლუკაშენკომ

მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ლუკაშენკომ პუტინის ქმედებები გაამართლა. 

 

მსგავსი სიახლეები