არეულობა საფრანგეთში - ფეხბურთის ფანების გასაჩერებლად პოლიციამ პარიზში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ფეხბურთის გულშემატკივრების გასაჩერებლად პარიზში პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. ტრიუმფალურ თაღთან მთელი რამე დაძაბული ვითარება იყო.
მსოფლიო ჩემპიონატების მატჩების შემდეგ მაროკოსა და საფრანგეთის გულშემატკივრებმა მაღაზიების ვიტრინები დაამსხვრიეს და შენობები დააზიანეს, ყველაფერი კი პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. არიან დაკავებულებიც.
მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისის ნაკრებიც გამოეთიშა. ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება.