Pfizer-მა კოვიდის საწინააღმდეგო აბების გამოცდა დაიწყო
18 დან 60 წლამდე 60 მოხალისე ნებაყოფლობით იღებს მონაწილეობას კომპანია Pfizer -ის ექსპერიმენტში, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო აბის ეფექტურობას იკვლევს - ამის შესახებ Telegraph იუწყება.
ექსპერიმენტი ერთდროულად ამერიკასა და ბელგიაში მიმდინარეობს. თუ ის წარმატებით დასრულდება, კოვიდის საწინააღმდეგო აბი ხელმისაწვდომი წლის ბოლოს გახდება.
Pfizer -ის საექსპერიმენტო ლაბორატორიებში იტესტება კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი, სახელწოდებით PF 07321332.
,,თუ ექსპერიმენტის შემდგომ სტადიაზე გადავალთ, მხოლოდ მცირე ოპტიმიზმი გამიჩნდება" - აღნიშნა ექსპერიმენტზე სპეციალურად მოწვეულმა ფარმაცევტული მედიცინის ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, პენი უორდმა, რომელიც პრეპარატ ,,ტამიფლიუ"-ს შემქნელია.
Pfizer აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბი გამოირჩევა მძლავრი ანტივირუსული ზემოქმედებით და ის ეფექტურია კორონას სხვა შტამების მიმართაც, ასევე, პანდემიის მოსალოდნელ გამოწვევებსაც გაუმკლავდება.
PF-07321332 -ის დანიშვნა და მოხმარება შესაძლებელი იქნება ინფექციის პირველივე სიმპტომის გამომჟღავნებისას, ჰოსპიტალიზაციის გარეშეც,- აღნიშნა მაიკლ დოსტენმა, რომელიც Pfizer-ის კვლევებისა და ექსპერიმენტების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია.
PF-07321332-ის აბის ზემოქმედების ექსპერიმენტი სამ ეტაპად 145 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ამას კიდევ ემატება 28 დღე სკრინინგისა და დოზირებისთვის.