უკრაინულმა არმიამ მელიტოპოლის სტრატეგიული ხიდი ააფეთქა

13.12.22 13:47
უკრაინულმა არმიამ მელიტოპოლის სტრატეგიული ხიდი ააფეთქა

რუსული არმიის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის მთავარი ხიდი განადგურებულია. უკრაინულმა არმიამ იერიში სწორედ,  იმ ხიდზე მიიტანა, რომლითაც ოკუპანტებს აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ. 

მელიტოპოლში აფეთქებულია ხიდი, რომელი ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა. ეს ყირიმის ხიდის შემდეგ ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდია. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰქონდათ ოკუპნატებს სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთ მიმართულებიდან, - წერს ტელეგრამ არხზე მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი. 

 

მსგავსი სიახლეები