EU ბოსნია ჰერცოგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდა
EU ბოსნია ჰერცოგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდა.
"მოხარული ვარ, რომ დღეს გენერალურ საქმეთა საბჭოზე შევთანხმდით ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ძლიერ სიგნალს უგზავნის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს და უპირველეს ყოვლისა, ბოსნია და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს", - დაწერა ავსტრიის ფედერალურმა მინისტრმა ევროპისა და კონსტიტუციის საკითხებში კაროლინე ედშტადლერმა twitter-ზე.