თუ სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ ბევრი კარი დაიხურება - პეტრას აუსტრევიჩუსი

13.12.22 18:42
თუ სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ ბევრი კარი დაიხურება - პეტრას აუსტრევიჩუსი

"არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს"- ამის შესახებ პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა რომ თუ მესამე პრეზიდენტს რაიმე დაემართება, მაშინ საქართველოსთვის ბევრი კარი დაიხურება 

„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა - არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ხელმძღვანელობამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე დაემართება დამიჯერეთ ბევრი კარი დაიხურება", - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.