აფეთქებები კიევში - გააქტიურებელია საჰაერო თავდაცვის სისტემები

14.12.22 10:33
აფეთქებები კიევში - გააქტიურებელია საჰაერო თავდაცვის სისტემები

აფეთქებები უკრაინაში - კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, განცხადებით, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოვსკის რაიონში, აფეთქებები იყო.

„ტელეგრამის“ საკუთარ არხზე კლიჩკომ დაწერა, რომ შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

გააქტიურებელია საჰაერო თავდაცვის სისტემებიც

აფეთქებების შესახებ წერს უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩიც.

მელინდა სიმონსმა აღნიშნა, რომ ის „ფანჯრებისგან მოშორებით იმყოფებოდა და გარეთ აფეთქებების ხმა გაიგონა “.