18,7 მლნ ევროს ღირებულების ანტიკვარიატი და მე-19 საუკუნის ზარბაზანი - ვიქტორ იანუკოვიჩს ქონება ჩამოართვეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მთელი ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი" ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩისთვის ჩამორთმეული ქონების სია ასე გამოიყურება:
სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი სუხოჩიეში
ბინა ობოლონსკის სანაპიროზე
საპარკინგე ადგილი
312 მლნ გრივნა და 85 ათასი დოლარი საბანკო ანგარიშებზე
100%-იანი წილი საწარმოებში Танталит და Дом Лесника
18,7 მლნ ევროს ღირებულების 537 კულტურული ღირებულების მქონე ნივთი- წიგნები, ხატები, ანტიკვარული ავეჯი, ხმლები, თოფები, ასევე მე-19-ე საუკუნით დაღარიღებული ზარბაზანი.
იანუკოვიჩის შესახებ სისხლის სამართლის საქმე უკრაინის პროკურატურაში 20124 წლიდან 2019 წლამდე თაროზე იყო შემოდებული, მხოლოდ 2020 წელს გადასცეს ის ,,ანტიკორუფციულ ცენტრს".