კორონავირუსის შესაჩერებლად თურქეთი სრულ კარანტინს აცხადებს

თურქეთის მთავრობამ სრული კარანტინი გამოაცხადა. კარანტინი დღეიდან ამოქმედდება და 17 მაისამდე გაგრძელდება.
აუცილებელი საჭიროების გარდა, მოქალაქეებს გარეთ გასვლა აეკრძალებათ. ქვეყნის მასშტაბით ყველა სასწავლებელი იხურება.
თურქეთში კორონავირუსის შემთხვევები საგანგაშოდ იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთი მე-6 ქვეყანაა ვირუსის შემთხვევების სტატისტიკით. ქვეყანაში ჯამში 4 მლნ 751 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსის შედეგად 39 398 ადამიანია გარდაცვლილი.