უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

გამთენიისას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალი, რადგან რუსეთმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციის მეშვეობით გაუშვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს.
პირველი რაკეტები უკვე გამოშვებულია. არ უგულებელყოთ საჰაერო განგაში!- წერს ვიტალი კიმი.
მოგვიანებით კიმმაასევე დაწერა, რომ ოკუპანტები დაახლეობით 60 რაკეტის გაშვებას გეგმავენ, მათი ნაწილი კი უკვე ჩრდილოეთით უკრაინის თავზეა.
ვფიქრობ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა 50+ განადგურებას შეძლებს, - წერს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.