ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს. კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე.
ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასკვნის თანახმად, რომელიც 15 დეკემბერს მომზადდა, ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოს.
ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას, კერძოდ, ევროპული ფონდის და მისიის ფარგლებში, რომელიც უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდებას გულისხმობს, განსაკუთრებით, საუბარია საჰაერო თავდაცვასა და განაღმვაზე,- წერია დასკვნაში.
ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სარაკეტო თავდასხმების რუსული კამპანია, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებზე და ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიმართული, დანაშაულია და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ეს უნდა დასრულედს. ევროკავშირის მოუწოდებს ყველა საერთაშორისო აპრტნიორებს მსგავის მოწოდებები გაავრცელოს და საკუთარი გავლენები ამ მიზნით გამოიყენოს, - აღნიშნულია დოკუმენტში.