ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

16.12.22 12:41
ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

გადაწყვეტილება 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზეც დაწერა.

"დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ," – წერს შარლ მიშელი "ტვიტერზე".