გრეგორი ლეპსი დაასანქცირეს - რუსი მომღერალი ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა
გრეგორი ლეპსი დაასანქცირეს. რუსი მომღერალი ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა. ლეპსი მარტო არ არის, შეზღუდვების მეცხრე პაკეტში მოხვდა 200 რუსეთის მოქალაქის გვარი.
შავ სიაში არიან რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წევრი, განათლების და მეცნიერების მინისტრები, კულტურის მინისტრი და ასევე 7 რუსი გუბერნატორი.
გარდა ამისა, ევროკავშირის ახალი პაკეტის მიხედვით, შეზღუდვების ქვეშ მოექცა 168 რუსული კომპანია: სამხედრო-სამრეწველო, სამთო და ენერგეტიკის სექტორებში.