ოკუპანტების სარაკეტო იერიშს უკრაინაში წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

17.12.22 12:14
ოკუპანტების სარაკეტო იერიშს უკრაინაში წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

სარაკეტო იერიში კრივოი როგში - რუსი ოკუპანტებმა დაბომბეს სახლი, რის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი წლინახევრის ბიჭია.

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

„რუსებმა მოკლეს 64 წლის ქალი, ასევე, ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად. 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

მსგავსი სიახლეები