"მედიის თავისუფლება სათამაშო არ არის“ - ევროკავშირი ილონ მასკისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი ილონ მასკისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.
ამბავი იმით დაიწყო, რომ სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის, „ნიუ იორკ თაიმსის“, CNN-ისა და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები მას შემდეგ დაბლოკა, რაც ჟურნალისტებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.
ევროკომისარ ვერა იუროვას განცხადებით, ილონ მასკის გადაწყვეტილება ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევას და მან „წითელი ხაზები“გადაკვეთა.
ევროკავშირის პოზიციას ეთანხმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც და აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება „სათამაშო არ არის“.