შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს - ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პრიექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ტვიტერში გამოაქვეყნა.
მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს, მათ შორის უკრაინასაც ენერგო სისტემის აღდგენასა და ქვეყნის რეკონსტრუქციაში.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და გააუმჯობესებს შიდა ენერგო ბაზარსაც. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს, მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. და რა თქმა უნდა, უკრაინას, ის დაეხმარება უკრაინის ენერგო სისტემის აღდგენასა და ქვეყნის რეკონსტრუქციას. როგორც ხედავთ, პროექტი ძალიან ბევრ დაპირება გთავაზობთ და ჩვენზეა მისი შესრულება".- განაცხადა ლაიენმა.