"საქართველოს ორაზროვანი ნეიტრალიტეტი უკრაინის ომზე" - რას წერს ფრანგული გამოცემა

18.12.22 15:54
"საქართველოს ორაზროვანი ნეიტრალიტეტი უკრაინის ომზე" - რას წერს ფრანგული გამოცემა

საქართველოს ორაზროვანი ნეიტრალიტეტი უკრაინის ომზე - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა "ლემონდი". სტატიაში გამოცემა ყურადღებას საქართველოს მტავორბის დამოკიდებულებაზე ამახვილებს.

გავლენიანი გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ ხელისუფლებას განსხვავებული პოზიციები აქვს.

"ისინი მოსკოვის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად ყველაფერს აკეთებენ,"- ნათქვამია სტატიაში. 

ფრანგული "ლემონდი" ჯამბულათ ხოფერიაზეც წერს. გამოცემა იტყობინება, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის ცხედარს თბილისის აერპორტში მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დახვდა. 

"ლემონდი" ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად, ღარიბაშვილს კი ივანიშვილის ვასალად მოიხსენიებს.