FIFA -ს უარი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს - რა ჰქონდა სათქმელი ზელენსკის

18.12.22 20:59
FIFA -ს უარი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს - რა ჰქონდა სათქმელი ზელენსკის

ამ წუთებში ჩემპიონატის ფინალი მიმდინარეობს - არგენტინისა და საფრანგეთის მატჩის დაწყებამდე მაყურებლებისთვის მიმართვა უნდოდა უკრაინის პრეზიდენტს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მიემართა მსოფლიოსთვის, FIFA-მ უარყო. ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ზელენსკის ოფისმა კატარის მოედანზე თამაშის დაწყებამდე ვიდეო ბმულით ჩართვა ითხოვა, რასაც FIFA-სგან უარყოფითი პასუხი მოჰყვა. 

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს თავისი პლატფორმის გამოყენება უფრო დიდი სიკეთისთვის სურდა". - თქვა წყარომ. 

ზელენსკი გამოდის ინიციატივით, ზამთარში ჩატარდეს გლობალური მშვიდობის ფორუმი.

რა ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკის სათქმელი - ნახეთ, ვიდეო: 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები