ოკუპანტები კიევს Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალით უტევს - უკრაინამ მტერს 9 დრონი ჩამოუგდო

ოკუპანტების სამიზნე კიევია - მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქის თავზე Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს. ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"მტერი დედაქალაქს Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალით უტევს, ჩართულია საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - წერია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციის განცხადებაში.
ადმინისტრაცია მოქალაქეებს საჰაერო განგაშის დასრულებამდე თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.