რუსებს რაკეტები მხოლოდ 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსებს რაკეტები მხოლოდ 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი, ამის შემდეგ კი მათი მარაგი ამოიწურება, რაც სახმედროებისთვის დაუშვებელია.
თუ ჩავთვლით უკვე განხორციელებულ მსხვილ შეტევებს, მაშინ მაქსიმუმ 2-3, შესაძლოა, 4 შეტევა დარჩათ. მაგრამ მაშინ ისინი რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ მინიმუმ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ, - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
მისივე თქმით, ის ზღვარი, რომელიც ნორმატივების თანახმად ოკუპანტებს უნდა გაეხარჯათ, დიდი ხნის წინ ამოწურეს. ამასთან, რუსებს არსენალში С-300 ტიპის რაკეტები ჯერ კიდევ დარჩათ.
დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ირანული კამიკაძე-დრონების "Shahed-136/131" ჩამოგდება უკვე ისწავლეს, რომლითაც რუსები არიან აღჭურვილი.